ქოუჩინგის მეცნიერება
და ხელოვნება
”ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება” არის მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული, გამორჩეულად პოპულარული სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც აკრედიტებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) მიერ. პროგრამის წარმატებით დასრულებისას მიღებული საერთაშორისო სერთიფიკატით კურსდამთავრებულები იძენენ ახალ პროფესიას და უფლება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იმუშაონ პროფეისონალ ქოუჩად.
პროგრამის შინაარსი
საბაზისო პროგრამა
ინსპირაცია - ქოუჩინგის საფუძვლები
მიზნის მიღწევა - სტრატეგიები
პროფესიონალური პროგრამა
მნიშვნელოვნება - კავშირი ღირებულებებთან
დახელოვნება - უნარების ინტეგრაცია
აირჩიე კურსი
სერთიფიკატ საბაზისო ქოუჩინგში - Essential of Coaching
სტრუქტურა [23 მარტი - 28 აპრილი]:
- ინტენსიური სწავლების 8 სრული დღე [10.00 - 18.00 სთ]
- 1 დამატებითი ვორქშოპი
- 3 შეხვედრა პრაქტიკული მუშაობისთვის, მენტორის მეთვალყურეობით
- საგამოცდო აუდიო ჩანაწერი
- შემაჯამებელი ტესტი
საბაზისო პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებულს მიღებული აქვს ქოუჩინგის საბაზისო ცოდნა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაში, გუნდთან მუშაობაში, პიროვნულ განვითარებაში და პირადი მიზნების მიღწევაში.
საბაზისო პროგრამის დასრულების შემდეგ შესაძლებელია მენტორინგის პაკეტის დამატება და ICF აკრედიტაციის 1 დონის მიღება.
სტანდარტული ღირებულება [მოქმედებს ფასდაკლებები]: 4 400 ლარი
2024 წლის გაზაფხულის თარიღები:23 მარტი – 28 აპრილი
EPC სერთიფიკატი - ერიქსონის პროფესიონალი ქოუჩი
საბაზისო პროგრამა [23 მარტი - 28 აპრილი]:
- ინტენსიური სწავლების 8 სრული დღე [10.00 - 18.00 სთ]
- 1 დამატებითი ვორქშოპი
- 3 შეხვედრა პრაქტიკული მუშაობისთვის, მენტორის მეთვალყურეობით
პროფესიონალური პროგრამა [25 მაისი - 14 ივლისი]:
- ინტენსიური სწავლების 8 სრული დღე [10.00 - 18.00 სთ]
- 2 დამატებითი ვორქშოპი
- 3 შეხვედრა პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის, მენტორის მეთვალყურეობით
- საგამოცდო აუდიო ჩანაწერი
- შემაჯამებელი ტესტი
პროგრამის გავლის შედეგად კურსდამთავრებული იღებს ერიქსონის პროფესიონალი ქოუჩის სერტიფიკატს Erickson Profesional Coach და წარმოადგენს სრულფასოვან პროფესიონალს, რომელსაც აქვს უფლება საერთაშორისო მასშტაბით ატაროს ანაზღაურებადი ქოუჩინგი.
სტანდარტული ღირებულება [მოქმედებს ფასდაკლებები]: 8 900 ლარი
2024 წლის გაზაფხულის თარიღები: 23 მარტი – 14 ივლისი
პროგრამის წამყვანები

თამუნა ჩიჩუა, PCC
Erickson Coaching International-ის ოფიციალური, ექსკლუზიური წარმომადგენელი და დირექტორი საქართველოში. ერიქსონის საერთაშორისო ტრენერი.
სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი PCC, ფსიქოლოგი, ტრენერი, ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი EQCP.
შექმნილი აქვს რამდენიმე წარმატებული საავტორო პროგრამა ბიზნესში ქოუჩინგის და ემოციური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით, არის წიგნის ავტორი ემოციური ინტელექტის თემაზე.
პაულიუს რეიტი, PCC
Erickson Coaching International-ის ერთერთი წამყვანი საერთაშორისო ტრენერი და ფასილიტატორი.
ერიქსონის წარმომადგენელი ლიტვაში (Erickson Coaching Lithuania), სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი PCC და მენტორი. გუნდური ქოუჩინგის საერთაშრისოდ აკრედიტებული სპეციალისტი.
15 წელზე მეტი გამოცდილებით მენეჯერულ პოზიციებზე, მაგისტრის ხარისხით IT და მენეჯმენტში და დიდი გამოცდილებით ქოუჩინგში.


პროგრამის ავტორი
მერილინ ატკინსონი, PHD
პროგრამის ”ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება” ავტორია ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მერლინ ატკინსონი.
მერლინ ატკინსონს ცოცხალ ლეგენდას უწოდებენ. ის არის გადაწყვეტილებაზე და შედეგებზე ფოკუსირებული ქოუჩინგ მოდელის შემქმნელი, მილტონ ერიქსონის მოსწავლე და მიმდევარი, გეშტალტ ფსიქოლოგიის ავტორის Fritz Perls-ის მოსწავლე, არაერთი წიგნის ავტორი. ცნობილია, როგორც ქოუჩინგის ერთ-ერთი ავტორი და ლიდერი.
უნივერსიტეტის შესახებ
Erickson Coaching International – ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის პიონერი ქოუჩინგის დარგში. ის დაფუძნდა 1982 წელს და 40 წლის მანძილზე მის უნიკალურ სასწავლო პროგრამაში მსოფლიოს მაშტაბით უკვე 60 000 ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული.
ერიქსონის პროგრამები ეფუძნება ნეირო-მენცნიერული კვლევების უახლეს მიგნებებს, და ემპირიულ მონაცემებს. პროგრამებში ისწავლება ის აპრობირებული ქოუჩინგური უნარები რაც ეხმარება ადამიანებს ცვლილებაში და პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებაში. უნივერსიტეტს წარმომადგენლობა მსოფლიოს 40 ქვეყანაში აქვს გახსნილი.
Erickson Coaching International – ის ხედვაა “შეცვალოს სამყარო თითოეული საუბრით”. და მართლაც, თავად ერიქსონის პროგრამა და კურსამთავრებული ქოუჩები მილიონობით ადამიანს დახმარებიან პირადი და პრეფესიონალური მიზნების მიღწევაში.

რას ამბობენ ჩვენი კურსდამთავრებულები


